წინამდებარე ანგარიშში წარმოდგენილია აივ და სოციალური დაცვის შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებით საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემის შეფასების შედეგები. ამ ინსტრუმენტის გამოყენებით შეფასების პროცესში ჩართული იყო 25 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც აერთიანებდა საქართველოს მთავრობის, აივ სფეროში მოქმედი გლობალური საერთაშორისო ორგანიზაციების, შესაბამისი რეგიონული ორგანიზაციებისა და აივ ინფიცირებულთა თუ ლგბტქი+ ადამიანების ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
შეფასებამ გამოავლინა მრავალი ბარიერი გეი და ბისექსუალი მსმ და ტრანს* ადამიანებისთვის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. შედეგად, ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს ამ ბარიერების გამოსასწორებლად, რათა საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემა მგრძნობიარე გახდეს გეი და ბისექსუალი მსმ და ტრანს* ადამიანების საჭიროებების მიმართ.